ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

ოთხშაბათი, 02 ივნისი, 2021
საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგენდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მის სარგებლობაში არსებული ევაკუატორით ახორციელებდა აზერბაიჯანის მიმართულებით მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაზიდვას, დამატებითი უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში მალულად განათავსა არადეკლარირებული საქონელი და შეეცადა საბაჟო გამშვები პუნქტი წითელი ხიდის გავლით გადატანას. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია არადეკლარირებული სხვადასხვა სახის საქონელი, რომლის საერთო საბაჟო ღირებულება აღემატება 15 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს საქართველოს სისხლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top