ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა იმერეთის რეგიონში ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინა

ორშაბათი, 02 ივლისი, 2018
საგამოძიებო სამსახურმა იმერეთის რეგიონში ქრთამის აღების  ფაქტი გამოავლინა

215

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და  საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად,  იმერეთის რეგიონში, ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top