ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

სამშაბათი, 30 სექტემბერი, 2014
საგამოძიებო სამსახურმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

709

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თაღლითობის ფაქტზე თ. ჩ. დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთ მოქალაქეს დაპირდა, რომ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ დაკისრებულ, 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას საქალაქო სასამართლოს გააუქმებინებდა. თ. ჩ-მ თითქოს და მოსამართლის თანაშემწისთვის გადასაცემად, მოქალაქეს 700 აშშ დოლარი გამოართვა. 

გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ივლისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

Back To Top