ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

ოთხშაბათი, 09 ივნისი, 2021
საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შიდა ქართლის რეგიონში ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტებზე ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. 

გამოძიებით დადგინდა, რომ სამშენებლო ფირმის დირექტორმა, სახელმწიფო შესყიდვებში გამარჯვების მოპოვების მიზნით, 2018-2019 წლებში დაამზადა და სხვადასხვა შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა 2 529 645 ლარის ღირებულების ყალბი ხელშეკრულებები, რის შედეგადაც, საწარმოს გაუფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები. გამოძიებით დადგინდა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის წარდგენილი ყალბი ოფიციალური დოკუმენტებით გათვალისწინებული ოპერაციები ფაქტობრივად არ განხორციელებულა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«თებერვალი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789

Back To Top