საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოსამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - რეალიზაციის ფაქტზე, 4 მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განახორციელეს დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, ძვირადღირებული სომხური წარმოების კონიაკის რეალიზაცია.
ბრალდებულები დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 - ე მუხლის მე - 2 ნაწილის “გ“ პუნქტით და ამავე მუხლის „3“-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით, 6 - დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.