ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

სამშაბათი, 06 ივლისი, 2021
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ექვსი პირის მიმართ დაიწყეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, მუნიციპალიტეტის მერიის ორი თანამშრომლისა და სამი ცრუ მოწმის დახმარებით, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაირეგისტრირა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში მდებარე ოთხი მიწის ნაკვეთი, საერთო ფართობით 5477 მ2. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთების საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს 52 678 ლარს.  

გამოძიების დაწყებისთანავე, დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 362-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top