ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი აღკვეთა

სამშაბათი, 21 თებერვალი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით  კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი აღკვეთა

428

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საბაჟო საზღვარზე, აღკვეთილ იქნა დიდი ოდენობით  კონტრაბანდული ხიზილალას შემოტანის ფაქტი. 

გამოძიებით დადგენილია, საქართველოს მოქალაქემ, მისი მართვის ქვეშ მყოფი „MITSUBISHI PAJERO“-ს მარკის ავტომანქანით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“- ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ავტომანქანაში არსებული სამალავებით შემოიტანა დიდი ოდენობით ხიზილალა. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულის მიერ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობის კონტრაბანდული პროდუქცია ნივთმტკიცების სახით ამოიღო. 

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის  214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. 

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top