საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, დაცული ტერიტორის რეინჯერი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ პირს, დაცულ ტერიტორიაზე მცენარეთა ჯიშების, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ნერგების, ფესვიანად ამოღების უფლების უკანონოდ მიცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.