ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა გაფორმების ეკონომიკური ზონიდან ტვირთის მოტყუებით, გადასახადების გადახდის გარეშე გატანისათვის შვიდი პირი პასუხისგებაში მისცა

პარასკევი, 12 თებერვალი, 2016
საგამოძიებო სამსახურმა გაფორმების ეკონომიკური ზონიდან ტვირთის მოტყუებით, გადასახადების გადახდის გარეშე გატანისათვის შვიდი პირი პასუხისგებაში მისცა

524

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადებისა და მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელთა მხრიდან გულგრილობის ფაქტზე შვიდი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. 

გამოძიებით დადგენილია, რომ 2015 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით, 9 სხვადასხვა შპს-ს სახელით განხორციელდა ჯამში, 609 794 ლარის ღირებულების ცემენტის იმპორტი. გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციებისთვის შეირჩა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყვითელი დერეფანი, რაც ავტომატურად გულისხმობს ტვირთის გატანამდე გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას. ბრალდებულებმა, ტვირთის მოტყუებით გასატანად შეადგინეს გადახდის ყალბი დოკუმენტები, რეალურად არ მოახდინეს ბიუჯეტთან ანგარიშსწორება, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 110 000 ლარის ზიანი. 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებისათვის, მოქალაქეებს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე, 210-ე და 220 პრიმა მუხლით. 

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top