ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პარასკევი, 15 ოქტომბერი, 2021
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 11 ოქტომბერს, ბრალდებულმა, შემდგომი გასაღების მიზნით, ქ. გორში შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი, რომელიც განათავსა მისსავე მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში და გადაზიდა თბილისის მიმართულებით, რა დროსაც იგი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან ამოღებულ იქნა „DUBAO“-ს  ფირმის, 4 999 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 21 000 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

Back To Top