ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი მეწარმე დააკავა

ოთხშაბათი, 22 თებერვალი, 2017
საგამოძიებო სამსახურმა ალკოჰოლური სასმელების აქციზური მარკის გარეშე  რეალიზაციის ფაქტზე  ერთი მეწარმე დააკავა

426

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების, აქციზური მარკის გარეშე  რეალიზაციის ფაქტზე, ერთი მეწარმე დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, მისი კუთვნილი მაღაზიიდან, სისტემატურად ახდენდა მარკირებას დაქვემდებარებული სპირტიანი ალკოჰოლური სასმელების უაქციზოდ რეალიზაციას, რითაც, იგი თავს არიდებდა კანონით დადგენილი აქციზის გადასახადის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდას. 2017 წლის 21 თებერვალს, საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული დააკავა უაქციზო სასმელების რეალიზაციისას. მისი მაღაზიის და საცხოვრებელი  სახლის ჩხრეკისას ამოღებულია დიდი რაოდენობით  ,,BELUGA“- ს, „FINLANDIA”- ს, ,,NEMIROFF”- ს და სხვა დასახელების უაქციზო არყები.  

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება  საქართველოს სსკ - ის  მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6  წლამდე.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top