ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური CEPOL-თან თანამშრომლობას აღრმავებს

პარასკევი, 09 თებერვალი, 2018
საგამოძიებო სამსახური CEPOL-თან თანამშრომლობას აღრმავებს

270

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებს  შეხვდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა „ევროკავშირის სამართალდამცავ უწყებათა ტრენინგის სააგენტოს“ (CEPOL)  საქმიანობის იმ მიმართულებების გაცნობა, რომლებიც  საგამოძიებო სამსახურისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა.  

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წლის ღონისძიებები  და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და გასულ წელს განხორციელებული პროექტებიც შეაჯამეს. 

თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, საუკეთესო პრაქტიკის და გამოცდილების გაზიარების მიზნით, 2017 წლიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები  CEPOL-ის ტრენინგებში აქტიურად მონაწილეობენ.  კერძოდ, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში  საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა სასწავლო კურსი  პოლონეთის  და ბულგარეთის რესპუბლიკებში გაიარეს. 

CEPOL-სა და შსს-ს აკადემიას შორის 2011 წელს გაფორმდა თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები და გაცვლითი პროგრამები ხორციელდება. CEPOL-ის მანდატის გაფართოების გათვალისწინებით, 2017 წლიდან შსს-ს აკადემიას შესაძლებლობა მიეცა CEPOL-თან თანამშრომლობის ფორმატში ჩართოს საქართველოს სხვა სამართალდამცავი უწყებებიც.

უნდა აღინიშნოს, რომ  აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, საქართველო  პირველი ქვეყანაა, რომელსაც CEPOL-თან  მსგავსი ფორმატის თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. 

CEPOL-ი წარმოადგენს ევროკავშირის სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის ტრენინგების ორგანიზებას, განხორციელებასა და კოორდინირებას. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობითა და ცოდნის გაზიარებით, CEPOL-ი  ევროპის უსაფრთხოებას უწყობს ხელს. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top