ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური ხე - ტყის უკანონო მოპოვება - რეალიზაციის ფაქტების გამოვლენას აქტიურად განაგრძობს

ორშაბათი, 24 ივლისი, 2017
საგამოძიებო სამსახური ხე - ტყის უკანონო მოპოვება - რეალიზაციის  ფაქტების  გამოვლენას აქტიურად  განაგრძობს

355

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, საქართველოს მასშტაბით,  სისტემატურად ახორციელებენ ღონისძიებებს, რომელიც ხე-ტყის მასალის უკანონო მოპოვება-რეალიზაციით დაკავებული პირების გამოვლენა-მხილებას ისახავს მიზნად.

საგამოძიებო სამსახურის მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  კახეთის რეგიონში გამოვლინდა ხის საამქრო, სადაც დასაწყობებული იყო სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის,  ძვირფასი  ჯიშის ხის - კაკლის მასალა, რომელიც  გამიზნული იყო იარაღის კონდახის დასამზადებლად. ამ ეტაპზე, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული ხის მასალის წარმომავლობის დადგენის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით  გამოვლენილია უკანონოდ მოქმედი ხის გადამამუშავებელი არაერთი საამქრო და ხე - ტყის მასალის უკანონოდ მოპოვება - დამუშავებისა და გადაზიდვის ათეულობით ფაქტი. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა ყველა ის პირი, ვინც დოკუმენტების გაყალბების გზით ახდენდა ხე-ტყის მასალის  ტრანსპორტირებასა და რეალიზაციას.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში,  ინტენსიურად ახორციელებს ხე-ტყის მასალის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის ფაქტების გამოვლენასა და აღკვეთას. 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

Back To Top