ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა საერთაშორისო ფორუმზე საქართველოში ფინანსური გამოძიების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა

პარასკევი, 01 ივნისი, 2018
საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა საერთაშორისო ფორუმზე საქართველოში ფინანსური გამოძიების შესახებ  პრეზენტაცია წარადგინა

224

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი  უკრაინაში გამართულ საერთაშორისო ფორუმში „უკრაინის ფინანსური და საბაჟო უსაფრთხოება: საერთაშორისო თანამშრომლობა ჰარმონიზებულ ევროპულ სივრცეში“ მონაწილეობდა.

ფორუმზე სახელმწიფოს ფინანსური და საბაჟო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების და  მეთოდოლოგიის შესახებ იმსჯელეს, განიხილეს ქვეყანაში საქონლის უკანონო ბრუნვის აღკვეთის და საბაჟო დანაშაულთან ბრძოლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის თანამედროვე მეთოდები და მიმდინარე ტენდენციები. ფორუმის მონაწილეებმა  ევროკავშირის და მასთან ასოცირებული  ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს  ფინანსურ და ეკონომიკურ სფეროში  ჩადენილი დანაშაულის გამოძიების გამოცდილება გაიზიარეს.

ფორუმის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა, დავით შაქარაშვილმა  წარადგინა პრეზენტაცია  თემაზე:  „ფინანსური გამოძიება: რეფორმების პრაქტიკა (საქართველოს მაგალითი)“. პრეზენტაციაში ყურადღება გამახვილდა საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის,  უფლებამოსილების, საკანონმდებლო საფუძვლების, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და საგადასახადო კოდექსში 2017 წელს შეტანილი ცვლილებების, ფინანსური დანაშაულის გამოძიების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევების, საბაჟო და საგადასახადო დანაშაულების ბოლო წლების სტატისტიკის ძირითად მიმართულებებზე. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) და გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) განხორციელებული ერთობლივი პროექტის  - „კონტეინერების კონტროლის პროგრამის“ მნიშვნელობასა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით უკვე არსებულ დადებით შედეგებს.

მიმდინარე წლის 31 მაისს და 1 ივნისს,  ქალაქ კიევში გამართულ ფორუმს უკრაინის, საქართველოს, შვედეთის სამეფოს, ლიეტუვას რესპუბლიკის, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთის ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს და  ბელარუსის რესპუბლიკის სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ფორუმის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა სხვადასხვა ქვეყნის კოლეგებთან გამართა ორმხრივი სამუშაო შეხვედრები, სადაც სამომავლო პროფესიული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top