საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა, მოადგილეებთან ერთად, 2024 წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და წარმატებით შესრულებისთვის უწყების თანამშრომლებს ვადამდელი წოდებები მიანიჭა და მადლობის სიგელები გადასცა.
სოსო რამიშვილმა აღნიშნა, რომ საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის პროცესში საგამოძიებო სამსახურის თითოეული თანამშრომლის კვალიფიციური და თავდაუზოგავი შრომა უაღრესად მნიშვნელოვანია. უწყების ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ მომავალ 2025 წელს საგამოძიებო უწყება, როგორც წინა წლებში, კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობის შესრულებას.
შეხვედრის დასასრულს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს გაწეული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა.