ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

სამშაბათი, 23 თებერვალი, 2021
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და უფროსის მოადგილე ვაჟა ფანოზიშვილმა, დაბა კოჯორ-ტაბახმელასთან 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა თავდადება ყველა ქართველისთვის გმირობის მაგალითია.

საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიას ასევე დაესწრნენ და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საგამოძიებო სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა. 

1921 წლის თებერვალში კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლა გაიმართა, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში იუნკერთა ნაწილი დაიღუპა. საქართველოში იუნკერების ხსოვნის დღე ყოველწლიურად 23 თებერვალს აღინიშნება.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top