ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ხის მასალის შეძენა-გასაღების, გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები

ხუთშაბათი, 24 აგვისტო, 2023
საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილია დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ხის მასალის შეძენა-გასაღების, გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტები

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით ქონების შეძენა-გასაღების, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, იმერეთის რეგიონში, წინასწარი შეცნობით, შეიძინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 640 183 ლარის ღირებულების ხის მასალა, რის შემდეგაც, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის სახელით, გაწერა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, რომელთა გამოყენებითაც ჯამში 1 163 მ3 უკანონოდ მოპოვებულ ხის მასალას მისცა კანონიერი სახე და შემდგომ მოახდინა მისი რეალიზაცია.

გარდა აღნიშნულისა, ბრალდებული, საგადასახადო კანონმდებლობის უხეში დარღვევით, არ ახდენდა კომპანიის შემოსავლების დეკლარირებას, რა გზითაც, მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 172 615 ლარის გადახდას. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 210-ე, 218-ე და 194-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top