ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტები აღკვეთეს

პარასკევი, 28 ივლისი, 2017
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის  გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტები აღკვეთეს

353

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლინდა  დამნაშავეთა ორი ჯგუფი, რომლებიც მხილებული არიან მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა - რეალიზაციის ფაქტებზე.

გამოძიებით დადგინდა, რომ პირთა ერთი ჯგუფი თბილისში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული ალკოჰოლური სასმელების - 96 ბოთლი BELUGA - ს და NEFT- ის რეალიზაციას ახორციელებდა, ხოლო, მეორე ჯგუფი  - აჭარის რეგიონში, ქალაქ ბათუმში,  1 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის ZUMERRET გადაზიდვა-რეალიზაციას ახდენდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო საქონელი და  დაკავებულია დანაშაულში  მხილებული ორი ჯგუფის  ოთხი  წევრი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის მე - 200 მუხლის II ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 6 წლამდე ვადით.
 


 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top