ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

საგამოძიბო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პარასკევი, 24 თებერვალი, 2023
საგამოძიბო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც მუშაობდა ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ინსპექტორის თანამდებობაზე და ევალებოდა ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტესტირების ჩატარება, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გასცა ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის ანგარიში, რის სანაცვლოდაც მოქალაქისაგან მოითხოვა და მიიღო 150 ლარი. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678

Back To Top