ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

მოლდოვის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის კრიმინალური აქტივების დაბრუნების სააგენტოს (ARO) ხელმძღვანელთან ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

ხუთშაბათი, 09 ივნისი, 2022
მოლდოვის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის კრიმინალური აქტივების დაბრუნების სააგენტოს (ARO) ხელმძღვანელთან ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებსა და მოლდოვის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის კრიმინალური აქტივების დაბრუნების სააგენტოს (ARO) ხელმძღვანელს შორის ონლაინ შეხვედრა შედგა.

საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა მოლდოველ კოლეგებს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უწყების საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს. თავის მხრივ, კრიმინალური აქტივების დაბრუნების სააგენტოს (ARO) უფროსმა - ბატონმა სერგეი კარაპუნარლიმ, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს გაუზიარა დეტალური ინფორმაცია კრიმინალური აქტივების დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლების, დაყადაღებული აქტივების შეფასების მეთოდებისა და პროცედურების, ასევე ხსენებული აქტივების მართვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.

ქართველმა და მოლდოველმა კოლეგებმა ერთმანეთის მიმართ გამოხატეს მადლიერება გაზიარებული პროფესიული ინფორმაციისთვის. შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top