ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

თხილის ნაწარმის ფალსიფიკაციის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

სამშაბათი, 29 ნოემბერი, 2016
თხილის ნაწარმის ფალსიფიკაციის ბრალდებით საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა

455

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება გამოყენებისა და თხილის ნაწარმის ფალსიფიკაციის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საქმეზე ჩატარებული  საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თხილის პროდუქციის გადამუშავების, დაფასოების, შეფუთვისა და გადაზიდვის პროცესში, დამზადებულ თხილის პროდუქციას შეურია შედარებით დაბალფასიანი და სხვა სამომხმარებლო თვისების და ხარისხის მიწის თხილი, რითაც პროდუქციას შეუცვალა თვისობრიობა, შემდგომში კი დაბალხარისხიანი თხილის ექსპორტი განახორციელა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.  

გარდა ამისა, ბრალდებულმა, როგორც შპს-ის დირექტორმა,  დაამზადა და გამოიყენა 65 ერთეული ყალბი საგადასახადო დოკუმენტი (შესყიდვის აქტი) იმის შესახებ, რომ თითქოსდა შეისყიდა 1 911 356 ლარის ღირებულების თხილი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და 210-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე ვადით. 

 

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top