ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

თბილისის ზღვის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა

სამშაბათი, 23 მაისი, 2017
თბილისის ზღვის მიმდებარედ მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა

388

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამი მოქალაქე დააკავა. 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ათეულობით მოქალაქის სახელზე, 2014-2017 წლებში დაამზადეს მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება - ჩაბარების აქტები, რაც წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და საკუთრებაში დაარეგისტრირეს თბილისში, გლდანის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ავშნიანის დასახლებაში მდებარე 3 694 840 ლარის ღირებულების 59 630 კვ.მ (5,9 ჰა) მიწის ნაკვეთი. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით. 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ - ის 180 - ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 - დან 10 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top