ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარნეულის რაიონ სოფელ იმირში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ადვოკატი ჯ. მ. დააკავა.
ასევე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თაღლითური გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, დაკავებული იქნა ჯ. გ. და ზ. გ, ხოლო ორი მოქალაქე, შ. ა. და რ. გ. ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებულის სახით მიეცნენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში. აღნიშულ პირთა ჯგუფი წინასწარი შეთანხმებით, თაღლითური გზით დაეუფლა ქალაქ მარნეულში მდებარე მიწის ნაკვეთებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.