ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2014
თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

741

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, თაღლითობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგენილია, რომ მ. მ. დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით დაუკავშირდა ირანელი ინვესტორის მ. ბ-ის წარმომადგენელს რ. ნ-ს, რომელსაც თითქოსდა ქ. თბილისის მერიაში არქიტექტურული პროექტის დამტკიცების დახმარების სანაცვლოდ მოტყუებით გამოართვა 17 000 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top