საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი უცხოური ვალუტის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა და საქართველოს მოქალაქეზე გაასაღა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 - დან 10 წლამდე ვადით.