ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი პასუხისგებაში მისცა

სამშაბათი, 19 ივნისი, 2018
დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე საგამოძიებო სამსახურმა  ორი პირი პასუხისგებაში მისცა

223

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინა და  ორი პირი პასუხისგებაში მისცა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებული, ყალბი ნოტარიული მინდობილობის გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ქალაქ თბილისში მდებარე, კერძო პირის საკუთრებაში არსებულ 469 000 ლარის ღირებულების ჯამში 2 441 მ2  ფართობის მიწის სამ  ნაკვეთს.  მეორე შემთხვევაში, ბრალდებული, ასევე ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, მოტყუებით დაეუფლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მდებარე, სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ  558 მ   მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულება 33 862 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე, მოტყუებით დაუფლებული მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია.  ასევე, ტარდება შესაბამისი ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე  სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას  ვადით 6-დან 9 წლამდე.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top