ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

ორშაბათი, 31 მაისი, 2021
დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 3 პირის მიმართ დევნა დაიწყეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც იყო ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი, სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობისას წარადგინა გამოცდილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები და ამავე სამსახურის დაკვეთით განხორციელებული სამუშაოების შესრულებისას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გერმანული წარმოების წყლის ტუმბოების ნაცვლად, დაამონტაჟა ჩინური წარმოების იაფფასიანი ტუმბოები. რის შედეგადაც, მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ 15 150 ლარს. 

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის ორმა თანამშრომელმა, რომელთაც ევალებოდათ კონტროლი შესრულებულ სამუშაოებზე, შეადგინეს ინსპექტირების ყალბი დასკვნა, თითქოსდა ხსენებული კომპანიის მიერ განხორციელებული მომსახურება შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

Back To Top