ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

ოთხშაბათი, 17 აპრილი, 2019
დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

99

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულია სამი პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირების ორგანიზებით, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, ირანიდან სატვირთო ავტომანქანით საქართველოში შემოტანილი იქნა 36 394 ლარის საბაჟო ღირებულების ძრავის ზეთი. საბაჟო მოსაკრებლებისაგან და შესაბამისი გადასახადებისათვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულების მიერ დეკლარაციაში შეტანილი იქნა ყალბი მონაცემები, რომლის მიხედვითაც ზეთის გატანა თითქოსდა უნდა განხორციელებულიყო სომხეთის რესპუბლიკაში.

აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, რეექსპორტის რეჟიმში მოქცეული საქონელი, შემდგომი რეალიზაციისათვის, გამოტანილ იქნა საბაჟო ტერმინალიდან და მალულად გადაიტვირთა სხვა სატვირთო ავტომანქანაში, ხოლო ის სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც თითქოსდა რეექსპორტით უნდა გაეტანა საქონელი, გამოცხადდა საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სადახლო-საავტომობილოს’’ კონტროლის ზონაში, თუმცა სატვირთო ავტომანქანაში რეალობაში ტვირთი განთავსებული არ იყო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში სამსახურებრივი დახმარების მიზნით, ბრალდებულებმა მიმართეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს, რომელსაც მსგავსი სახით - შესაბამისი კონტროლის გარეშე თითოეული ავტომანქანის გატარების შემთხვევაში, ქრთამის სახით შესთავაზეს 500 აშშ დოლარი.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 214-ე და 339-ე მუხლების მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top