ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების საბაჟო საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2015
დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების საბაჟო საზღვარზე უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

593

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ გავლით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები და ძვირფასი საიუველირო ნივთები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top