ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

დიდი ოდენობით გადასახადის თავის არიდების ფაქტი

სამშაბათი, 01 ივნისი, 2021
დიდი ოდენობით გადასახადის თავის არიდების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტი.

გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელი, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას რითაც თავს არიდებდა დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.

საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 194 886 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 129 854 ლარის ოდენობით. 

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები კომპანიაზე რიცხული ქონების დაყადაღების და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, მიყენებული ზიანის ბიუჯეტის სასარგებლოდ იძულების წესით ამოღების მიზნით.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top