ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტი

სამშაბათი, 18 მაისი, 2021
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და პროგრამაში მონაწილე სხვა უწყებების წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, უკრაინის ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებულმა პირმა, საბაჟო გამშვები პუნქტი სადახლო-საავტომობილოს გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის საბარგო ნაწილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით აიქოსისათვის (IQOS) განკუთვნილი ჰითსის (HEETS) ფირმის უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top