ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

პარასკევი, 24 მაისი, 2019
განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის  ფაქტები გამოავლინეს

84

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა - გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში და შიდა ქართლის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ  განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 1 206 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - ვისკი და კონიაკი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება  31 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top