ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

გაეროს და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის პროექტის კონტეინერების კონტროლის პროგრამაში საგამოძიებო სამსახურის ჩართულობა გაიზრდება

ოთხშაბათი, 06 სექტემბერი, 2017
გაეროს და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის პროექტის კონტეინერების კონტროლის პროგრამაში საგამოძიებო სამსახურის ჩართულობა გაიზრდება

338

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩართულობა გაიზრდება.  აღნიშნული საკითხი  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, იგა ზაალიშვილმა და  გაერო - ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორმა,  ნაიდა შამილოვამ  საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. მხარეებმა პროგრამის მიმდინარეობაზე და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კონტეინერების კონტროლის პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელია, რომ პროგრამაში ქვეყნის საბაჟო საზღვრის კონტროლზე უფლებამოსილი ყველა უწყება იყოს ჩართული, რაც დადებითი შედეგების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია.

გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის წარმომადგენელმა სურვილი გამოთქვა, რომ კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომელი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში განთავსებული ჯგუფის შემდეგ,  ფოთის პორტში არსებულ ჯგუფსაც  შეუერთდეს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ UNODC-ის შავი ზღვის რეგიონის კოორდინატორს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა  და აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახური შერჩეულ კანდიდატურას პროგრამის ხელმძღვანელებს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამაში ჩართულია ოთხი უწყება: ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი და საგამოძიებო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი. პროგრამის მოქმედების არეალი მოიცავს საბაჟო გამშვებ პუნქტებს,  გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს. კონტეინერების კონტროლის პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქონლის  არალეგალური ბრუნვის აღკვეთა, საზღვარზე ნარკოტიკული ნივთიერებების, სტრატეგიული და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის აღმოჩენა, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაცვა, პროგრამის ფარგლებში მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობა, ინფორმაციის გაცვლა და ა.შ.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top