ახალი ამბები

ახალი ამბები

სიახლეები/ახალი ამბები

ბელარუსის დელეგაციის ვიზიტი საგამოძიებო სამსახურში

ხუთშაბათი, 18 აპრილი, 2019
ბელარუსის დელეგაციის ვიზიტი საგამოძიებო სამსახურში

98

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის, ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი შედგა.  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები   ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს - ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორს, იგორ მარშალოვს და ამავე სამსახურის წარმომადგენლებს - დიმიტრი დიაგილევს და ვიქტორ ბოგომაზოვს შეხვდნენ.

ბელარუსის დელეგაციას ქართველი კოლეგები გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მასპინძლობდნენ. მემორანდუმი მოიცავს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის გამოცდილების გაზიარებას საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის აღკვეთა-გამოვლენა, გამოძიების მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს  დანაშაულის გამოვლენის პრაქტიკული საკითხები გაუზიარეს. ასევე, იმსჯელეს დანაშაულის აღკვეთა-გამოვლენის პროცესში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მეთოდოლოგიაზე, გადასახადისათვის თავის არიდების სქემების, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დანაშაულის გამოვლენის, აქციზური საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთის, ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.

,,საგამოძიებო სამსახურში ჩვენი ბელარუსი კოლეგების სამუშაო ვიზიტის მიზანია საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა. საუბარი ასევე შეეხო  ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით სამსახურის ეფექტიან საქმიანობას.” – განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა.

„მინდა აღვნიშნო იმ ურთიერთთანამშრომლობის მაღალი სტანდარტის თაობაზე, რომელიც გვაქვს საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ეს არ არის ჩვენი პირველი შეხვედრა. დღეს განვიხილეთ ის საკითხები, რომლებზედაც შემდგომი თანამშრომლობა გაგრძელდება. კოლეგა უწყებებს მსგავსი უფლებამოსილებები გააჩნია. ამდენად, ჩვენთვის საინტერესოა ის პრევენციული ღონისძიებები, რომელსაც საგამოძიებო სამსახური ახორციელებს“ -  აღნიშნა იგორ მარშალოვმა.

შეხვედრაზე კოლეგებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრის შემდგომ, საგამოძიებო სამსახურის წარმომდგენლებმა სტუმრებს სპეციალური დანიშნულების რაზმის შენობა და  საწვრთნელი ბაზა დაათვალიერებინეს.
 

 

 
 
 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top