პარტნიორობა და თანამშრომლობა

პარტნიორობა და თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა/პარტნიორობა და თანამშრომლობა

ლატვიის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის დელეგაციის ვიზიტი

ხუთშაბათი, 22 თებერვალი, 2024
ლატვიის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის დელეგაციის ვიზიტი

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ლატვიის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლეს, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ოლგა ბოგდანოვა. ლატვიელი კოლეგები დეტალურად გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკას, პრიორიტეტებს და ასევე, ბოლო პერიოდში მიღწეულ შედეგებს. 

ლატვიის ფინანსთა სამინისტროში დაგეგმილი სტრუქტურული რეორგანიზაციის გათვალისწინებით, სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს აიგარს პრუსაკსსა და დელეგაციის წევრებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე განხორციელებული ინსტიტუციონალური ცვლილებებისა და დღეის მდგომარეობით არსებული მანდატის შესახებ. მხარეებმა განიხილეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილ დანაშაულთა წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტული მიმართულებები, მათ შორის ანალიტიკური საქმიანობის, ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების, დანაშაულის გამოვლენის, პრევენციის, აღკვეთისა და გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების ხერხები და მეთოდები.

შეხვედრის დასასრულს, ქართველმა და ლატვიელმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ გადასახადებისთვის თავის არიდების, ფულის გათეთრების, აქციზს დაქვემდებარებული პროდუქციის არალეგალური ბრუნვის და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი კიბერკომპონენტის შემცველი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება, ორივე სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელს შეუწყობს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულების რისკის მინიმუმამდე დაყვანას. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«მაისი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top