დღეს, გავრცელდა ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების თაობაზე მეხუთე რაუნდის ანგარიში. დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, როგორც ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის განსაზღვრის ეროვნული მაკოორდინირებელი ორგანოს პასუხისმგებლობა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ანგარიშში აღნიშნულია ის მნიშნელოვანი ნაბიჯები, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და შემოსავლების სამსახურმა ბოლო წლებში გადადგეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და უფროსის მოადგილემ ვახტანგ ფარესიშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის წარმომადგენლებს, მარინა დრობიშევსკაიას და დენის ბარდიანს უმასპინძლეს.
საგამოძიებო სამსახურმა EUIPO-სა და საქპატენტის წარმომადგენლებს, პროექტის ხელმძღვანელს იბონ ორმაზაბალს და სასაქონლო ნიშნების დეპარტამენტის უფროსს ირაკლი კასრაძეს უმასპინძლა. უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა კახაბერ ხურცილავამ, კოლეგებთან ერთად სტუმრებს საგამოძიებო საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები, პროცედურები და სამართლებრივი საფუძვლები გააცნო. საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსაც, რომელთაც საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების პროცესში ხვდებიან.
საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სოსო რამიშვილმა და მისმა მოადგილეებმა, ლატვიის რესპუბლიკის შემოსავლების სახელმწიფო სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს კასპარს პოდინიშს და მის მოადგილეს კრისტინა პრუსაკა-ბრინკმანეს უმასპინძლეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია - სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და უწყების წარმომადგენლები ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს ხელმძღვანელებს - ესტონეთის რესპუბლიკის საბაჟო და საგადასახადო საბჭოს გენერალურ დირექტორს, ვალდურ ლაიდს, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს, რაინ კუუსს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ.
რეგიონული სამმართველოები