საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაცია, სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის შიდა შემოსავლების სამსახურს (IRS) ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის და შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხზე ჩატარებულ სიმულაციურ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა. ტრენინგი სახელწოდებით - ,,ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა: უწყებათაშორისი თანამშრომლობის მდგრადობა ეროვნული სიმულაციური ტრენინგის განხორციელების გზით“ თბილისში 7–11 ნოემბერს ჩატარდა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს, თურქეთის რესპუბლიკის ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის საერთაშორისო აკადემიის (TADOC) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში საქართველოში აკრედიტებული საელჩოების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს პოლიციის ატაშე დიდრიხ ებერსი, საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ატაშე ოლივიე ლეფებვრი და ექსპერტი იგორის კრზეცკოვსკი, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროსი ექსპერტი - ჰენდრიკუს ვან ბოქსმირი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის განყოფილებისა (UNODC ROCA) და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
რეგიონული სამმართველოები