საგამოძიებო სამსახურმა გამომძიებლებსა და ანალიტიკური პერსონალისთვის ორგანიზებული 2-დღიანი ტრენინგის ფარგლებში კომპანია Chainalysis-ის ექსპერტებს (მაჰმუდ ელ სადი ესსას და შაილენდრა სადს) უმასპინძლა. კომპანია 70-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო, ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერებს და ფინანსურ ინსტიტუტებს უწევს მომსახურებას და ასევე, აწვდის უშუალოდ მათზე მორგებულ პროგრამულ უზრუნველყოფას.
საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან შეხვედრების ციკლის ფარგლებში, საგამოძიებო სამსახურში გაიმართა უწყების წარმომადგენლების შეხვედრა კომპანია Tether-ის დელეგაციასთან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბ-ნი პაოლო არდოინო (ტექნოლოგიების მთავარი ოფიცერი). შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე ციფრული გადახდების პლატფორმა CityPay.io-ს ხელმძღვანელი პირები.
საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა პირებმა გაერთიანებული სამეფოს პორტსმუთის უნივერსიტეტის ლექტორსა და ასოცირებულ ხელმძღვანელს - დოქტორ ლეა ფოქსს უმასპინძლეს. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ექსპერტი - იგორის კრჟეჩკოვსკისი.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ვირტუალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პროექტის ექსპერტი - იგორის კრჟეჩკოვსკისი, გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროსი ექსპერტი - ჰენდრიკუს ვან ბოქსმირი, ფინეთის საბაჟოს ეკონომიკური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი - სარი კნააფი და მოლდოვის რესპუბლიკის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის აქტივების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი - პაველ ქალპაჯიუ.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორს, ქალბატონ სარა რუპერტს უმასპინძლა.
რეგიონული სამმართველოები