პარტნიორობა და თანამშრომლობა

პარტნიორობა და თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა/პარტნიორობა და თანამშრომლობა

საგამოძიებო სამსახურში თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

პარასკევი, 11 ნოემბერი, 2022
საგამოძიებო სამსახურში თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს, თურქეთის რესპუბლიკის ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის საერთაშორისო აკადემიის (TADOC) წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა - ვახტანგ ფარესიშვილმა და ვაჟა ფანოზიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკის ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელს - ერდემ ოზლერსა და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის (TNP)-ის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის საერთაშორისო პოლიციის მომზადების სამმართველოს უფროსს - ოზგან ონურს, საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკა და სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები გააცნეს.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ ასპექტებზე ისაუბრეს და განსაზღვრეს კოორდინაციის პრიორიტეტული მიმართულებები. თურქეთის რესპუბლიკის წარმომადგენლებმა მასპინძლებს, საერთაშორისო აკადემიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. აღნიშნეს, რომ აკადემია ახორციელებს არაერთ საგანმანათლებლო და სამართლებრივ პროექტს, და ამ უკანასკნელთა ფარგლებში მზაობა გამოთქვეს ხელი შეუწყონ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროცესს.

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«სექტემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

Back To Top