პარტნიორობა და თანამშრომლობა

პარტნიორობა და თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა/პარტნიორობა და თანამშრომლობა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში

პარასკევი, 27 სექტემბერი, 2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის  დელეგაციამ სამსახურის უფროსის - სოსო რამიშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური შეხვედრები  ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართა. 

ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენა, მისი გამოძიების წარმოება, მათი აღკვეთა და პრევენცია. 

ქართველმა და ბელარუსმა სამართალდამცავებმა ასევე იმსჯელეს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი  დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგიის, გადასახადებისთვის თავის არიდების, დღგ-ს დაუსაბუთებელი დაბრუნების და  აქციზური პროდუქციის უკანონო ბრუნვის შესახებ. 

მხარეები შეთანხმდნენ ანალიტიკური საქმიანობის დასახვეწად და გასაუმჯობესებლად, ასევე საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლისა და აქტუალური პრობლემების   ეფექტიანად გადაჭრის ერთობლივი გზების მოსაძიებლად სამომავლო თანამშრომლობაზე.

http://www.kgk.gov.by/ru/rukovodstvo_finrassledovanij-ru/

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«იანვარი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
3456789

Back To Top