მიმდინარე წლის 31 მარტს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფროს ექსპერტ - ჰენდრიკუს ვან ბოქსმირსა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ექსპერტებს - ოლექსი ფეშჩენკოსა და ვიტალი გალეტას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ღია წყაროების მეშვეობით ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება საგადასახადო დანაშაულების გამოძიებისთვის; ბლოკჩეინის ინსტრუმენტების გამოყენება გამოძიების პროცესში; რისკის კრიტერიუმები ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, სამართალდარღვევების გამოვლენისა და გადასახადებისგან თავის არიდების სქემებთან მიმართებაში და სხვა საკითხები. შესაბამისი სამოქმედო მიმართულებების გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური აგრძელებს პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს. Rate article No rating Rate this article: No rating Share Print