საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეებმა - ვაჟა ფანოზიშვილმა, ვახტანგ ფარესიშვილმა და საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა - ლევან ძნელაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიიციის ატაშეს - გიორგი მეზვრიშვილის ხელშეწყობით, მორიგი შეხვედრა გამართეს თურქეთის რესპუბლიკის ნაციონალური პოლიციის კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის (KOM) დელეგაციასთან. სტუმრების დელეგაციას ხელმძღვანელობდა ხსენებული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - აჰმეტ გიულერი. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორი მეზობელი ქვეყნის კოლეგა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები. მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს ურთიერთთანამშრომლობა და ინფორმაციის გაზიარება საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. უახლოეს მომავალში დაიგეგმა ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება, რომელშიც ასახული იქნება პროფესიული თანამშრომლობის ყველა პრიორიტეტული მიმართულება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები. Rate article No rating Rate this article: No rating Share Print