პარტნიორობა და თანამშრომლობა

პარტნიორობა და თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა/პარტნიორობა და თანამშრომლობა

შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან

ოთხშაბათი, 27 სექტემბერი, 2023
შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან

საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ (PAR) ფარგლებში საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდა. სტუმრები გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის მიერ 2023 წელს მიღწეულ შედეგებს და უწყების ხედვას, როგორც სამომავლო განვითარების, ასევე თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით უცხოელ კოლეგა-უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის ჭრილში. 

შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურთან შექმნილი ე.წ. დიპლომატიური კლუბის მონაწილე აშშ-ს, პოლონეთის, ავსტრიის, იტალიის და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოების წარმომადგენლები. სოსო რამიშვილმა მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ხსენებულ ფორმატში აქტიური ჩართულობისა და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების პროფესიული განვითარების და უცხოურ კოლეგა უწყებებთან კომუნიკაციაში დახმარების მიმართულებით გაწეული თანადგომისთვის.

მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს შეხედულებები მომავალში ურთიერთთანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების თაობაზე.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«თებერვალი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
242526272812
3456789

Back To Top