საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა და მისმა მოადგილეებმა სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილსა და მის მოადგილეებს უმასპინძლეს. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სტუმრები გაეცნენ საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს. მხარეებმა ასევე ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. ყურადღება გამახვილდა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიმართულებით ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. Rate article No rating Rate this article: No rating Share Print