საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ ლაშქარაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორს, ჯოვანი კესლერს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს ფინანთა სამინისტროს კომპეტენციის გათვალისწინებით, მხარეებმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხი განიხილეს. ქართულმა მხარემ ჯოვანი კესლერს მიაწოდა ინფორმაცია თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განაკვეთის ეტაპობრივი ზრდის, ასევე საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე უკანონოდ გადაადგილებული თამბაქოს პროდუქციის შემთხვევებში საბაჟო აღსრულების ღონისძიებების შესახებ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურების ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისთან (OLAF) თანამშრომლობის მნიშვნელობას და სამომავლოდ, მათ შორის კოორდინირებული მოქმედებების აუცილებლობას. Rate article No rating Rate this article: No rating Share Print