საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის სფეროში წამყვანი ამერიკული კომპანიის - SAS-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. კომპანია SAS უკვე მრავალი წელია ოპერირებს მსოფლიოს 150 ქვეყანაში და მომსახურებას უწევს 80 000 სახელმწიფო და კერძო კომპანიას მონაცემთა ინტეგრირების, დამუშავების, ანალიზისა და ოპტიმიზაციის მიმართულებით, რომლის შედეგადაც ხორციელდება სხვადასხვა სამომხმარებლო ინტერფეისის ურთიერთთავსებადობა. შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ - ვახტანგ ფარესიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კომპანია SAS-ის დელეგაციას გააცნო საგამოძიებო სამსახურში არსებული გამოწვევები და სტუმრებთან ერთად, სამუშაო რეჟიმში, განიხილა უწყების მონაცემთა დამუშავების, ანალიზის მეთოდოლოგია და მისი გაუმჯობესების შესაძლებლობები. მხარეებმა იმსჯელეს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის თავისებურებებზე და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. Rate article No rating Rate this article: No rating Share Print