საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებსა და მოლდოვის ეროვნული ანტიკორუფციული ცენტრის კრიმინალური აქტივების დაბრუნების სააგენტოს (ARO) ხელმძღვანელს შორის ონლაინ შეხვედრა შედგა. საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა მოლდოველ კოლეგებს საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უწყების საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს. თავის მხრივ, კრიმინალური აქტივების დაბრუნების სააგენტოს (ARO) უფროსმა - ბატონმა სერგეი კარაპუნარლიმ, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს გაუზიარა დეტალური ინფორმაცია კრიმინალური აქტივების დაბრუნების სამართლებრივი საფუძვლების, დაყადაღებული აქტივების შეფასების მეთოდებისა და პროცედურების, ასევე ხსენებული აქტივების მართვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ქართველმა და მოლდოველმა კოლეგებმა ერთმანეთის მიმართ გამოხატეს მადლიერება გაზიარებული პროფესიული ინფორმაციისთვის. შეხვედრაზე მხარეები ასევე შეთანხმდნენ სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე. Rate article No rating Rate this article: No rating Share Print