პარტნიორობა და თანამშრომლობა

პარტნიორობა და თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა/პარტნიორობა და თანამშრომლობა

ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ტრენინგებს გაივლიან

ორშაბათი, 28 იანვარი, 2019
ევროკავშირის პროექტის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ტრენინგებს გაივლიან

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები ვახტანგ ფარესიშვილი და ვაჟა ფანოზიშვილი ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ ხელმძღვანელის მოადგილეს, იასენ იანჩევს შეხვდნენ.

შეხვედრაზე იასენ იანჩევმა საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებს  „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობის პროექტი“ გააცნო და მის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ესაუბრა. როგორც პროექტის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, პროექტი ხელს შეუწყობს  საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების   შესაძლებლობების გაძლიერებას  ისეთი მიმართულებით, როგორიცაა კვლევა, ანალიტიკური და სტრატეგიული დაგეგმვა,  სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერება,  დანაშაულის პრევენცია და სხვა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების და ევროპული გამოცდილების გაზიარების  მნიშვნელობაზე დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის უზრუნველყოფისთვის. მხარეები აღნიშნული  მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე  შეთანხმდნენ. 

ევროკავშირის პროექტის „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“  მიზანია ხელი შეუწყოს სამართალდამცავ სამსახურებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში,   გააღრმავოს საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა რისკის ანალიზისა და ანალიზზე დაფუძნებული სამართლებრივი  საქმიანობის საფუძველზე. პროექტის ხანგრძლივობა 30 თვეა, ხოლო ბიუჯეტი 1 987 250 ევროს შეადგენს.  

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«ნოემბერი 2024»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301
2345678

Back To Top