პარტნიორობა და თანამშრომლობა

პარტნიორობა და თანამშრომლობა

საერთაშორისო თანამშრომლობა/პარტნიორობა და თანამშრომლობა

დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი

ხუთშაბათი, 24 თებერვალი, 2022
დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოავლინეს სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტი, რაზეც ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ხსენებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ბუღალტრის პოზიციაზე და რომელსაც მინდობილი ჰქონდა კომპანიის საბანკო ანგარიშების მართვის უფლება, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მიითვისა კომპანიის კუთვნილი დაახლოებით 380 000 ლარი.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

Back To Top