Press releases

News/Press releases

საგამოძიებო სამსახურში ამერიკული კომპანია - SAS-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

პარასკევი, 24 თებერვალი, 2023
საგამოძიებო სამსახურში ამერიკული კომპანია - SAS-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის სფეროში წამყვანი ამერიკული კომპანიის - SAS-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

კომპანია SAS უკვე მრავალი წელია ოპერირებს მსოფლიოს 150 ქვეყანაში და მომსახურებას უწევს 80 000 სახელმწიფო და კერძო კომპანიას მონაცემთა ინტეგრირების, დამუშავების, ანალიზისა და ოპტიმიზაციის მიმართულებით, რომლის შედეგადაც ხორციელდება სხვადასხვა სამომხმარებლო ინტერფეისის ურთიერთთავსებადობა.

შეხვედრაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ - ვახტანგ ფარესიშვილმა, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კომპანია SAS-ის დელეგაციას გააცნო საგამოძიებო სამსახურში არსებული გამოწვევები და სტუმრებთან ერთად, სამუშაო რეჟიმში, განიხილა უწყების მონაცემთა დამუშავების, ანალიზის მეთოდოლოგია და მისი გაუმჯობესების შესაძლებლობები. 

მხარეებმა იმსჯელეს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის თავისებურებებზე და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ. 
 

Rate article

No rating
Rate this article:
No rating

Share

Print
«აპრილი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

 

 

Back To Top